“ბენფიკას” არგენტინელი ცენტრალური მცველი ეზეკიელ გარაი პორტუგალიურ კლუბში დარჩენის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ ის ამაში დარწმუნებული არაა.
“ჯერ არ ვიცი რა მოხდება მომავალში. მე და ჩემს ცოლს ლისაბონში ძალიან მოგვწონს და იმედი გვაქვს, რომ აქ დიდხანს დავრჩებით.” – აცხადებს 27 წლის უკანახაზელი.
გარაის “ბენფიკასთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ნაპოლის” სურთ.