ფეხბურთი

13:49 | 14.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

განსაკუთრებულები “ჩელსიში”

 

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, განსაკუთრებულად წოდებულმა ჟოზე მაურინიომ "სუონსის" წინააღმდეგ მოგებული შეხვედრის შემდეგ (4:2), მატჩის გმირი და ჰეთრიკის ავტორი ესპანელი თავდამსხმელი დიეგო კოშტა შეაქო.

"ახლა უკვე, კოშტას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი. იგი განსაკუთრებული ფეხბურთელია და დიდებულ გუნდში თამაშობს. ჩვენ შემტევი კლუბი გვაყვს და ფეხბურთელები მოედანზე ბევრ სახიფათო მომენტებს ქმნიან" - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

პრემიერლიგის მეოთხე ტურის მატჩში, დიეგო კოშტამ "სუონსის" 45-ე, 56-ე და 67-ე წუთებზე გაუტანა.

გიორგი ბალახაძე

0.117019