გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი ტრავმირებულია და განის ეროვნულ ნაკრებს ეგვიპტესთან” მატჩში ვერ დაეხმარება. გერმანული პრესის ცნობით, “ხუმარების” 26 წლის ახალწვეული “აუგსბურგთან” ბუნდესლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში (4:1) დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ ბოატენგმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება 2 წლის წინათ გააკეთა, მაგრამ მოგვიანებით, გადაწყვეტილება შეცვალა. “მილანის” ყოფილ ნახევარმცველს განის ეროვნულ გუნდში გასულ თვეშიც უხმეს, მაგრამ ტრავმის გამო, ვერც იმ შეხვედრებში ითამაშა.
ცნობისათვის, განის ნაკრები ეგვიპტეს 15 ოქტომბერს დაუპირისპირდება.