კალათბურთი

15:21 | 17.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გამყრელიძე ვარჯიშს შეუდგა

სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის “დინამოს” გამთამაშებელი გიორგი (ლაშა) გამყრელიძე (04.02.86, 185სმ) ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ განუცხადა.

აღნიშნული ტრავმის გამო, გამყრელიძემ მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის ერთ-ერთი ცენტრალური, “ქუთაისი-2010”-“დინამო”-ს შეხვედრა გამოტოვა, რომელიც მასპინძლებმა მოიგეს.

ამჟამად “დინამო” მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორიალში მონაწილეობისთვის ემზადება, რომელსაც 20-24 დეკემბერს თბილისში, ვაკეში მდებარე კალათბურთის აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს.


 

0.117194