რუსულმა “სოვეტსკი სპორტმა” გამოკითხვა დაიწყო პრემიერლიგის საუკეთესო გამთამაშებლის გამოვლენისთვის. მომხმარებლებს 6 ფეხბურთელს შორის შეუძლიათ არჩევანის გაკეთება და ამ ექვსეულშია ჯანო ანანიძეც. “როსტოვის” ქართველი ლეგიონერი მიმდინარე სეზონს, განსაკუთრებით კი ბოლო მატჩებს, მშვენივრად ატარებს.
ანანიძის გარდა, ხმები შეუძლიათ მიიღონ: დანის (“ზენიტი”), შიროკოვს, ჟოაზინიოს (ორივე “კრასნოდარი”), პოპოვს (“ყუბანი”), სამედოვს (“ლოკომოტივი”).