ფეხბურთი

15:15 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გამეიროს “დორტმუნდში” იწვევენ

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პარი სენ ჟერმენის” ცენტრალურ თავდმსხმელს, კევინ გამეიროს გერმანული “დორტმუნდი” იწვევს.

როგორც ცნობილია, დიდი ალბათობით, “დორტმუნდს” რობერტ ლევანდოვსკი დატოვებს და იურგენ კლოპს მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ს ცნობით, გერმანელთა სამიზნე კევინ გამეიროა, რომელსაც პსჟ-ში ბევრი სათამაშო დრო ნამდვილად არ ეძლევა.

ლიგა ერთის გასულ გათამაშებაში, გამეირომ მოედანზე საერთო დროის მხოლოდ 25% დაჰყო. 26 წლის თავდამსხმელმა ძირითად შემადგენლობაში სულ 7-ჯერ ითამაშა და 8 ბურთი გაიტანა. მის მიერ გატანილი გოლებისა და გაკეთებული შედეგიანი გადაცემების წყალობით, პსჟ-მ 8 ქულა მოიპოვა.

0.12751