დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი კევინ გამეირო კლუბს შეიცვლის. ფრანგი არასაკმარისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და გარემოს გამოცვლაზეც ამიტომ ფიქრობს.
“მინდა, მოედანზე ყოველ მატჩში გავიდე. ვფიქრობ, ამაში გასაოცარი არაფერია. სათადარიგოთა სკამზე ჯდომა რთულია, მაგრამ კარგად მესმის, რომ ნებისმიერ ევროპულ გრანდში ეს პრობლემა მექნება. ყოველთვის მინდოდა, თავი სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გამომეცადა. გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მივიღებ. იმედია მიმდინარე გათამაშებას პირველ ადგილზე დავასრულებთ”, - უთხრა გამეირომ ფრანგ ჟურნალისტებს.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, გამეირო პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 4-ჯერ გამოჩნდა.