ქუთაისში გამართულ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეროვნულ ჩემპიონატში კარგად აღებული სტარტის შემდეგ ტორპედოელებმა ზედიზედ ხუთი მატჩი წააგეს და ექვსეულში მოხვედრა სათუო გაიხადეს. რაც შეეხება ცხინვალის ,,სპარტაკს’’, ისინი სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან და მათთვის თითოეულ მოპოვებულ ქულას ოქროს ფასი ადევს.
მართალია, მატჩი მშრალ ამინდში გაიმართა, მაგრამ ცივი ქარი ჰქროდა და სიცივე იყო. იქნებ ამის ბრალიც იყო, რომ საკუთარი გუნდის საქომაგოდ მხოლოდ 500-მდე გულშემატკივარი შეიკრიბა.
შეხვედრა მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო და დებიუტშივე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. საჯარიმოს მისადგომებიდან კაპანაძის ძლიერი გასროლა ოდნავ ასცდა მიზანს, თუმცა ქუთათურთა ეული ფორვარდის მომდევნო მცდელობა შედეგიანი გამოდგა. რიონისპირელებმა ლამაზი სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. შეტევა კუხიანიძემ წამოიწყო, რომელიც ჯიქიამ გააგრძელა და საჯარიმოში შევარდნილ კაპანაძეს ზუსტი გადაცემა გაუკეთა. მასპინძელთა ფორვარდმა თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და ქუსლით ეფექტური დარტყმით ცხინვალელთა კარის ბადე შეარხია – 1:0.
ამის შემდეგ რიონისპირელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. ზედიზედ ორჯერ თავის გამოჩენას შეტევაში ჩართული ზაზა ჭელიძე ცდილობდა. პირველ შემთხვევაში იგი მოედნის ცენტრიდან დაიძრა და საჯარიმოს მიახლოებულმა ძლიერი დარტყმა განახორციელა, მაგრამ სამიზნემ დააღალატა. მეორეჯერ კი გიგაურის ჩაწოდებულ კუთხურს თავური დარტყმით გამოეხმაურა, თუმცა ნანიევის დასაცავი ობიექტის დალაშქვრა ვერც ამჯერად მოახერხა. ამის შემდეგ კუხიანიძის ჯერიც დადგა. აშკარად გამოჩნდა, რამხელა ძალას წარმოადგენს იგი ,,ტორპედოსთვის’’. სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ კუხიანიძე გაორკეცებული ენერგიით იბრძოდა და მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა გახლდათ. ნახევარი საათის მიწურულს, ორწუთიან ინტერვალში მასაც ორჯერ მიეცა თავის გამოჩენის შანსი. პირველად იგი საჯარიმოს წინა ხაზიდან ურტყამდა ჯიქიას გადაცემის შემდეგ, თუმცა მისი ძლიერი გასროლა ხარიხას ზემოდან გადაევლო. მეორეჯერ კი მას ასისტენტობას გიგაური უწევდა, თუმცა ქუთათურთა გამთამაშებლის დარტყმულს წინ ნანიევი აღუდგა და თავისიანები მორიგი უსიამოვნებისგან იხსნა.
ტაიმის ბოლოსკენ სტუმრებიც გამოცოცხლდნენ და მათ ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობაც მიეცათ. ჭანტურიამ საკუთარი საჯარიმოს წინა ხაზთან წესი დაარღვია და ცხინვალელებს საჯარიმო დარტყმის უფლება მიეცათ. კვეკვესკირმა სტანდარტული დიდებულად შეასრულა. მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ქუთათურთა კარის ცხრიანისკენ გაფრინდა. ქვილითაია თანაგუნდელებს ალბათ ვეღარ გადაარჩენდა, მაგრამ ხიდეშელმა ივაჟკაცა და ბურთი კარის ხაზიდან თავით კუთხურზე მოიგერია. სტუმართა მოწოდებულ კუთხურს ტორპედოელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც კარგად ისარგებლა მგელაძემ და ქვილითაიას თითქმის აუღებელი დაურტყა. მასპინძელთა კაპიტანმა შესაშური რეაქცია გამოავლინა. იგი ნახტომით მისწვდა ბურთს და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.
შეხვედრის მეორე ნახევარიც ტორპედოელთა უპირატესობით გაგრძელდა. მატჩის განახლებისთანავე კუხიანიძე ბურთიანად მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერად გაისროლა. ბურთი ხარიხამ აისხლიტა, დამატებაზე კი მასპინძლებმა ვეღარ ივარგეს. 56-ე წუთზე შეტევაში ჩართული უბილავა ურტყამდა ასევე მახვილი კუთხიდან, თუმცა ამჯერად ნანიევი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. მე-60 წუთზე მოედანზე ახლადშესული მარკოზიშვილის გადაცემით ისევ კუხიანიძე ურტყამდა ძლიერად, თუმცა ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.
აქედან ხუთ წუთში სტუმრებს შეეძლოთ ანგარიში გაეთანაბრებინათ. იერიშში გართულ მასპინძლებს ცხინვალელთა კონტრშეტევა გაეპარათ, რის შედეგადაც კვეკვესკირი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ქვილითაიამ თავისი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მან მომხდურს დარტყმის კუთხე გამოუცნო, ნახტომით მისწვდა ბურთს და თანაგუნდელებს მომგებიანი ანგარიში შეუნარჩუნა.
შეხვედრის ბოლომდე მეტი აღსანიშნავი არაფერი მომხდარა. ცხინვალელთა მცდელობის მიუხედავად, ტორპედოელებმა თამაშის სადავეები ბოლომდე შეინარჩუნეს და წარუმატებელი სერიის შემდეგ საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:
ჟერარდ სარაგოსა (,,ტორპედო’’): ,,უკანდასახევი გზა აღარ გვქონდა, ამიტომ ამ თამაშისთვის განსაკუთრებულად მოვემზადეთ. გამარჯვებაზე უფრო მეტად ის მახარებს, რომ ბიჭებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნდათ და თავიანთი თამაში ითამაშეს. ახლა მთელი ყურადღება მომდევნო მატჩზე გვაქვს გადატანილი. ვიცით, რომ ,,გურიასთან’’ ძნელი შეხვედრა მოგველის, ამიტომ წვრთნას ხვალიდანვე ვაგრძელებთ’’.
კახი კაჭარავა (,,სპარტაკი’’): ,,მძიმე თამაში გვქონდა. ,,ტორპედომ’’ მეტი მონდომების ხარჯზე გაიმარჯვა, თუმცა საგოლე მომენტები ჩვენც გვქონდა. ვულოცავ მეტოქეს წარმატებას’’.
,,ტორპედო’’ (ქუთაისი) – ,,სპარტაკი’’ (ცხინვალი) 1:0 (1:0)
5 დეკემბერი. ქუთაისი. “ცენტრალური’’. 500 მაყურებელი.
,,ტორპედო”: ქვილითაია (კ), ფირცხალავა, გიგაური, ჯიქია (მარკოზაშვილი 60), კუხიანიძე, გ. ხიდეშელი, გოროზია (მზევაშვილი 74), ნ. ჭანტურია (მთივლიშვილი 66), კაპანაძე, ზ. ჭელიძე, უბილავა.
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
,,სპარტაკი”: ნანიევი, ჭაფოძე, მგელაძე, ვ. კილასონია, ხიზანეიშვილი (მაქაცარია 85), კვეკვესკირი, შონია (კ), გაძაოვი (ფანცხავა 72), თექთურმანიძე, კემუხტაშვილი (ცერცვაძე 63), მეტრეველი.
მწვრთნელი: კახი კაჭარავა
გოლი: 1:0 კაპანაძე (20)
გაფრთხილება: ფირცხალავა (25), ნ. ჭანტურია (35), კუხიანიძე 40, კემუხტაშვილი (48), კვეკვესკირი (49), კაპანაძე (88), გ. ხიდეშელი (90);
არბიტრი: აბდულა ბასჰლეჰლო (სირია)
მეტალურგი (რუსთავი) – დილა (გორი) 0:0
ზესტაფონი – ჩიხურა (საჩხერე) 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 ნიკა კვასხვაძე (48), 1:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (62)
სიონი (ბოლნისი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ლადო ახალაია (63)
მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 გიორგი კორიფაძე (12), 1:1 ლაშა ღონღაძე (20), 1:2 ნიკოლოზ მაისურაძე (76)
დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 3:1 (0:1)
გოლები: 0:1 ვილი ისიანი (29), 1:1 ჩისკო (58), 1:2 გიორგი მერებაშვილი (79), 1:3 ჯაბა დვალი (89)
1 | დინამო (თბ) | 15 | 11 | 3 | 1 | 37:12 | 36 |
2 | ჩიხურა | 15 | 9 | 3 | 3 | 33:21 | 30 |
3 | გურია | 15 | 8 | 0 | 7 | 17:21 | 24 |
4 | დილა | 15 | 6 | 5 | 4 | 20:14 | 23 |
5 | მეტალურგი | 15 | 6 | 5 | 4 | 20:19 | 23 |
6 | ზესტაფონი | 15 | 6 | 4 | 5 | 17:12 | 22 |
7 | ტორპედო | 15 | 6 | 4 | 5 | 18:15 | 22 |
8 | სიონი | 15 | 6 | 4 | 5 | 19:18 | 22 |
9 | ვიტ ჯორჯია | 15 | 5 | 3 | 7 | 19:23 | 18 |
10 | მერანი | 15 | 4 | 1 | 10 | 14:30 | 13 |
11 | სპარტაკი | 15 | 3 | 1 | 11 | 11:24 | 10 |
12 | ზუგდიდი | 15 | 1 | 5 | 9 | 5:20 | 8 |
მეგოლეები:
11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)
9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)
8 – დორინ გოგა (“დინამო”)
7 - ჩისკო (“დინამო”)
6 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)
5 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა დვალი (“დინამო”)
4 – გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”), ლადო ახალაია (“სიონი”)
3 – ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მეორადი ლეპტოპები
0?'>https://www.facebook.com/meoradileptopebi':'>https://www.facebook.com/meoradileptopebi'))
0?'>https://www.facebook.com/meoradileptopebi':'>https://www.facebook.com/meoradileptopebi'))
0?'>https://www.facebook.com/meoradileptopebi':'>https://www.facebook.com/meoradileptopebi'))
✪მოიწონე და გააზიარე გვერდი✪
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=_ofXwa4C70w')>0?'https://www.youtube.com/watch?v=_ofXwa4C70w':'https://www.youtube.com/watch?v=_ofXwa4C70w')) ეს ვიდეო ნახეტ არ წააგებთ ჩემი შექმნილია გაგისწორდებათ და შეაფასეთ!
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=_ofXwa4C70w')>0?'https://www.youtube.com/watch?v=_ofXwa4C70w':'https://www.youtube.com/watch?v=_ofXwa4C70w')) ეს ვიდეო ნახეტ არ წააგებთ ჩემი შექმნილია გაგისწორდებათ და შეაფასეთ!
ნახეთ რა შეუსრულა კაპანაძემstripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=usc_9BPX6qE')>0?' http://www.youtube.com/watch?v=usc_9BPX6qE':' http://www.youtube.com/watch?v=usc_9BPX6qE'))
ბრატცი კენჭისყრა რომელზეა დღეს ??
20:00
ჯიგარ
mushni- ნამდვილი სახელი რა გქვია??
შენ უსუნე ხანოს,
როცა მოეფხანოს!.
mushni შენ გააკიდე მთვრალ თხას!..
მუშნი ამერიკიდან გერმოდეფიცირებულ სიმინდს ჩამოიტანს და ქართველ ქათმებს აჭმევს
კვერცხის დადების დროს კა-კა კაკას მაგირად ოო-მაი გად-ს იძახოდნენ
D
D 100წლის შუტკა სად გაგახსენდა
D მოვედი ეfenდი
ჭიჭიკია 10 სართულზეა ასული და ტუალეტი მოუნდება და ბალკონიდან გადააყენებს დაბლა გოგონები იდგნენ და შეწუხდნენ წვიმა მოვიდაო ჭიჭიკიამ ჩასძახა ნუ ნერვიულობთ გოგონებო მალე გადაიგებსო
შენ საიდან იციო ამოსძახეს გოგოებმა რავა არ ვიცი კაცო ღრუბლები ხელში მიჭირავს
D ვიცოდი მარა კkaია
mushni პადიეზდში ისეთი სივიწროვე იყო მკვდარი პადრუჩკით ჩამოასვენეს
გახსოვს მაგgi როდავახეთქე...გიზო კაკაურიძემ თქვა პიველად
იგი იცი.სასაფლაოზე იმხელა ბალახია...მიცვალებული სურათზე ფეხის წვერებზე ეიწიაო DDD
იასნია ვინ იტყოდა ამას..რომელი ქალაქი არ უნდა ბაზარი...
ჩემ სადარბაზოშიც ულაგიათ სახლის წინ ყველას რამდენი ტუფლებია იცი წვეტიანი გინდა თუ მრგვალი
რო წამოვალ ხელს გამოვაყოლებ
D მასე ქენი...ბიზნესი არ ჩააგდო.რომელიც ჭიჭიკიასsaვიით გამოიყურება ზაბოჟნniკს მიიტანე...გორში აისორების მეტი რააDდ
მკვდრებიც აიღებენ ბიჭო სოფლებში უნდა ჩალიჩი

D ზომა-ზომაზე წავა ლიწინ-ლიწინით DDDD
D სამტრედიასაც გამოუარე წყვილებში ეიღებს ოპტომ
mec magas vambob rac chventan fuli ixarjeba iq 10 jer meti ixarjeba
Dაყევი ტუ სადმე მეჩეთებს ნახავ და მოპარე ფეხსაცმელები გარეტ ყრიან..აAa ბიზნესი....""გოუშვი "" მერე ხოდში სოფლებში...ქიწნისი.ვარიანი..ახალსოფელი...ფული წამოვა დdaხუია DDD
შეხედე .პახოდუ მაყუთს აკეეტებდა რჯულსაac უცვლი..DDDD
ფაქტი ჯიუტია იქ უკეტესი კლასია ფეხბურტს ვგულისხმობ
თუ გიinდა ფეხსsaცმელები იყოს D
არა ძმა იქ უკეთესი პირობებია მეტი არაფერი
D ბიჯო ძმობას გაფიცებ.გინდა გასწავლო კაი ბიზნესი.ფულს გაშოვინებD
მიდი აბა)
აზერბაიჯანი ვერაფერში ვერ აჯობებს საქართველოს ვერც ჩაის სმაში
აზერბაიჯანის მეორე ლიგამ როგორ უნდა გვაჯობოს სირცხვილია
D რა პონტში
მერე როდის ან სად გვაჯობდა
ყოველ დღე დროშებს იცვლი გემის კაპიტანი ხოარ ხარ ძმობას გაფიცებ
D
მოგწერე ქვევით D..გემზე 1ხელ ვარ ნამყოფი
სტამბულში ხარ...მანდ სტამბულც დაყოფილია მცირე ქალაქებად..შენი მეგობარი აგიხსნის თუ დიდ ხანია ეცოდინება
ვინ რას ამიხსნის კაცო საქართველოზე კარგა ვიცი სტამბულში რა როგორაა კროსვორდებს ვავსობ თურქულად

D საღოლ ევეთ ეფენდი..იახში კარდაშ
თეშექიურ ედერიმ
შენ რას აკეთებ მანდ მუშნი გემის კაპიტანი ხარ

D არა ღუზას ვირჭობ ტ...აკო...ში....DDDD
ვისოლი ტყუილად ფულს არ დახარჯავს თუ გუნდს პერსპექტივა არ ექნა, მთავარია იაფად არ გაიყიდოს ფეხბურთელები რასაც ვისოლი არ გააკეთებს ჩემი აზრით.
+1
D სად წადი იასემინთა D
D როდის ბრუნდები...სავაშლეთში ძმაD
ტორპედო ქართულ ფეხბურთში დოდ საქმეს აკეთებს ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ერთად რომ ათამაშებს რაც ნაკრებს აუცილებლად წაადგება, თუმცა არ ესმის ამ ხალხს.
Mიმიღეს მეც 2კვირით მmuქთაზე D
აბა აქ რა მამუშავებს ძმაო ისედაც გამხდარი ვარ აქ კიარ ამუშავებენ ხალხს დღნავენ რასაც ქვია საღოლ აქ ვინც მუშაობს იმ ქართველებს კაი ნერვები ქონიათ გაძლება მისცეთ ღმერთმა
D მაArტო მანდ კიარა ყველან მასეა ბრატ
D რა გენაღვvლება მუქთააა ცხოვრება შენთვის
სამუშაოთ რო ვიყვე ვინ დამსვავს მთელი დღე კომპიუტერთან
D:
აბა მუქთაზე ხარ DDDD
D რაზე მუშაობ
სამუშაოთ არავარ ახლობელთან ვარ სტუმრად
სად ხარ
ტორპედომ ნავსი გატეხა მუშნი ზალიან გამხნევდა
ეფეენდი სად დაიკარგე...ფული ბაბაია და ფორუმი არაა
სულ აქ არავარ მუშნი
D ჭრი კაი მაყუთს...თუ ისე რა....
არა ბრატ რა მაყუთს იმ დგეს ვიხუმრე
ისე ვარ რა ახლობელთან ცოტა ხნით
D საწყალი ჩემპიონატი გვაქ
შეასწორე ადმინ " ელვას " კაპანაძეს 7გოლი აქვს
როგორც იქნა გავიხსენეთ მოგების გემო სირცხვილია რა დრო დაგვიდგა ქუთათურებს მოგებას ვართ დანატრებული ასე არ შეიძლება ბიჭებო უნდა გამოფხიზლდეთ დღეს რომ აჩვენეთ ასეთი თამაშით შორს ვერ წავალ
sichinava rom caetreva mere dalagdeba saqartvelos chempionati. da bevri gundis xemdzvanelobas daerxeva
ჩვენო ჩაწყობილი ცემპიონატი როგორ ეშხში შევისდა პირველ ლიგელები თურმე ჩინუყრ ტოტალიზატორში ყომარობენ უმაღლეში კიდე მსაჯების გამაზვა მიდის სასწაულად და ეს ფედერაცია ისე არი გაჩუმებული თითქოს არაფერი ხდება ამოიჭეთ ხალხო ხმა დღეს ტორპედოს თამაშზე ვიყავი და ფეხბურთის გარდა ყველაფერი ვნახე სირცხვილია ესეთი დონე რომ გვაქ
მე არ ვყოფილვარ თამაშზე და მიცა ცხინვალმა? თუ რა მოხდა, მაგას რომ წერ. თუ ხარ აქ, მიპასუხე რაა?!
ცხინვალს არ მიუცია უბრალოდ ზოგადად ვსაუბრობდი მაგ თამაშზე და რაც შეეხება პირველ ლიგას ყველა საუვრობდს რო ჩინურ ტოტალიზატორში თამაშობენ ფეხბურთელები, და უმაღლესის მსაჯების გამაზვაზე საუბრობენ კიდე უბრალოდ გული მტკივა როცა ასეთი ჩემპიონატი გვაქ და მერე შედეგებს ვითხოვთ, გურია წააგებს ეხლა ტირპედოსთან აი ნახეთ, დინამომ მერამდენე ტაიმბოლი ითამაშა სტატისტიკას შეხედეთ