"დენვერ ნაგითსის" იტალიელმა ფორვარდმა დანილო გალინარიმ "დალასთან" მოგებულ მატჩში (95:94) მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო. გუნდის ექიმთა წინასწარი ვარაუდით, დანილოს ჯვარედინი მყესები აქვს დაწყვეტილი. თუ ეს გამართლდა, მაშინ იტალიელისთვის მიმდინარე სეზონი უკვე დასრულებულია. საბოლოო დიაგნოზი პარასკევს გვიან ღამით იქნება ცნობილი, როდესაც გალინარის მუხლს ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდება - იტყობინება Yahoo.sports.
მიმდინარე სეზონში 25 წლის კალათბურთელი საშუალოდ მატჩში 16,3 ქულას და 5,2 მოხსნას აგროვებს. ამ მომენტისთვის "დენვერი" დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, ჩამორჩება რა "ოკლაჰომას" და "სან ანტონიოს".