ფეხბურთი

0:12 | 24.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გალიანის ბრაზილიური ვოიაჟის მისია

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი უახლოეს მომავალში ბრაზილიას მიაშურებს. გავრცელებული ხმების თანახმად, მისი ოკეანესგაღმური ვოიაჟი 2 მიზანს ისახავს – გალიანი კლარენს ზეედორფს შეხვდება და რობინიოს გაყიდვის თაობაზეც გამართავს მოლაპარაკებას.

მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი კლარენს ზეედორფი ამჟამად “ბოტაფოგოში” თამაშობს და სეზონის დასრულების შემდეგ მას “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებას უწინასწარმატყველებენ. უფრო კონკრეტულად გალიანი და ზეედორფი ბრაზილიაში დაილაპარაკებენ. კლარენსი 2002-12 წლებში იცავდა “როსონერის” ღირსებას, ჩემპიონთა ლიგის თასი კი სამ გუნდთან (“აიაქსი”, “რეალი”, “მილანი”) ერთად აქვს მოგებული.

გალიანი ბრაზილიელი ფორვარდის რობინიოს გასხვისების თაობაზეც გამართავს მოლაპარაკებას. პაცინის მწყობრში დაბრუნების შემდეგ რობინიოს სათამაშო დრო ნაკლებად დაეთმობა, ეს კი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მისთვის სასარგებლო ნამდვილად არაა.

0.12479