“მილანის” გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, იტალიურმა კლუბმა კიდევ იაქტიუროს.
“ადილ რამი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დამატებული პირველი ფეხბურთელია, რომელიც მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებს. ჩვენ ის არენდით ავიყვანეთ და ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც დავიტოვეთ.
ამჟამად, სხვა ტრანსფერებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ვერაფერს შეგპირდებით, მაგრამ ტრანსფერებსაც ვერ გამოვრიცავ. მაგალითად, დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რომ ნახევარმცველს დავიმატებთ, მაგრამ თუ ასე მოვიქცევით, შევიძენთ ფეხბურთელს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეეძლება.
მატრი? ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენს გუნდში ბევრი თავდამსხმელია და რომელიმე მათგანს წასვლა მოუწევს.
რაც შეეხება კეისუკე ჰონდას, ის “სასუოლოსთან” მატჩის განაცხადში მოხვდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს.” – განაცხადა გალიანიმ ადილ რამის პრეზენტაციის დროს.