ფეხბურთი

18:54 | 8.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი პუიოლს ასაკს უწუნებს

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი კარლეს პუიოლის “როსონერიში” შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი გუნდი ვეტერანი ფეხბურთელების დამატებით დაინტერესებული არაა.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსას” კაპიტანი კარლეს პუიოლი კატალონიის დატოვებასა და კარიერის “მილანში” გაგრძელებას აპირებდა. როგორც ცნობილია, 35 წლის ფეხბურთელი იტალიური გუნდის დიდი თაყვანისმცემელია, რაც მას არაერთხელ დაუდასტურებია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია ჯერ თავად პუიოლმა უარყო, შემდეგ კი, ადრიანო გალიანიმაც.

“შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ პუიოლთან კონტაქტი არ გვქონია. კარლესს “მილანი” უყვარს, მაგრამ ამ ეტაპზე, ვეტერანი ფეხბურთელების დამატება ჩვენს გეგმებში არ შედის.

მიუხედავად იმისა, რომ პუიოლის შესაძლებლობებს ვაფასებთ, უპირატესობას ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვანიჭებთ. მომდევნო სეზონში და მომავალში ჩვენი ფილოსოფია სწორედ ასეთი იქნება.

გარდა ამისა, როგორც ვიცი, პუიოლს “ბარსელონას” დატოვების სურვილი არ აქვს.” – ციტირებს გალიანის სიტყვებს Football Italia.

0.133879