ფეხბურთი

17:17 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი მსაჯს აკრიტიკებს

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი, “პარმასთან” 2:3 წაგებული შეხვედრის შემდეგ, მატჩის მთავარი არბიტრის, პაოლო ვალერის მიმართ კრიტიკული იყო.

“ორი არდანიშნული თერთმეტმეტრიანის გარდა, უნდა აღინიშნოს ჯარიმა, რომლის შემდეგაც მე-3 გოლი გავუშვით. ყველამ კარგად დაინახა, რომ სტანდარტი არასწორი ადგილიდან შესრულდა.

არ მინდა, არდანიშნულ თერთმეტმეტრიანებზე ბევრი ვისაუბრო, მაგრამ ვთვლი, რომ მსაჯმა ბოდიში უნდა მოიხადოს და თავისი ქმედებები ახსნას. ასევე არ მინდა, რომ მსაჯების კრიტიკა ჩვენს სისუსტეზე მიანიშნებდეს.” – განაცხადა გალიანიმ La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას.

0.528532