ფეხბურთი

20:35 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი: “მონტოლივო ახალი პირლოა”

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი, “პარმასთან” მოგებული თამაშის შემდეგ, კომენტარს აკეთებს და გუნდის ნახევარმცველს, რიკარდო მონტოლივოს აქებს.

“სერია A-ში მე-3 ადგილისთვის ვიბრძვით. “პარმასთან” მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

პირველი ტაიმი არცთუ კარგად ჩავატარეთ. მხოლოდ მონტოლივოს შექება შემიძლია. ვფიქრობ, მან კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. რიკარდოს სახით, ახალი პირლო გვყავს.

ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსელონას” ვეთამაშებით. რა თქმა უნდა, იოლი მატჩი არ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულშრმატკივრებს შესანიშნავი სპექტაკლი ელით.” – ციტირებს გალიანის სიტყვებს Goal-ი.

0.110678