“ბარსელონასთან” მოგებული მატჩის შემდეგ, “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ გუნდი ამ გამარჯვებას სილვიო ბერლუსკონის უძღვნის.
“ყველა გულშემატკივარმა იცის, ვის ეკუთვნის მადლობის სიტყვები. ამ მოგებას სილვიო ბერლუსკონის ვუძღვნით. სწორედ მან აქცია “მილანი” ტოპ-კლუბად. გულშემატკივრებმა ეს არც “სამპდორიასთან” წაგების შემდეგ უნდა დაივიწყონ და არც “ბარსელონასთან” მოგების შემდეგ.
“ბარსელონასთან” გამართული მატჩი შესანიშნავი იყო. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეხსიერებაში, ის კიდევ დიდხანს დარჩება. შესვენების შემდეგ ძალიან კარგად ავთამაშდით. მინდა მწვრთნელის მიერ გაწეული სამუშაო გამოვყო.” – ციტირებს გალიანის სიტყვებს Football Espana.