ფეხბურთი

11:54 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი “მილანთან” ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი კლუბთან მოქმედ ხელშეკრულებას ხუთი წლით გაახანგრძლივებს.

Milan News-ის ცნობით, 69 წლის ფუნქციონერი ახალ კონტრაქტს ხელს როსის ქუჩაზე მდებარე კლუბის ახალ ოფისში ხუთშაბათს მოაწერს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გალიანი და “მილანის” დირექტორი ბარბარა ბერლუსკონი კლუბში ოთხი წლით დარჩებოდნენ.

 

0.113539