ფეხბურთი

14:49 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი “მილანიდან” წასვლაზე დაფიქრდა

იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი პოსტის დატოვებას არ გამორიცხავს. “ევროსპორტის” ცნობით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ “როსონერის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კლუბის მართვას თავის ქალიშვილ ბარბარას გადააბარებს.

როგორც ირკვევა, ბარბარამ მამამისს უსაყვედურა, გალიანი თანხებს არასწორ ტრანსფერებში ხარჯავს და დროა, დავითხოვოთო. მოგვიანებით, ბერლუსკონის ქალიშვილმა ეს განცხადება უარყო, მაგრამ ნათელია, რომ გალიანისთან არცთუ სახარბიელო ურთიერთობა აქვს.

თუკი სილვიო ბერლუსკონი “მილანს” მომავალშიც უხელმძღვანელებს, გალიანი სამუშაო ადგილს არ შეიცვლის.

 

0.116092