იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ადასტურებს, რომ უახლოეს მომავალში ის დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
“გადადგომის შესახებ განცხადებას რამდენიმე დღეში დავწერ. შესაძლოა, “აიაქსთან” გასამართ მატჩამდე მოვიცადო.
ჩემს რეპუტაციას ზიანი მიადგა. კლუბიდან სათანადო კომპენსაციით, ან მის გარეშე წავალ.
ჩემი მომავალი? გარკვეული დროით შესვენებას ავიღებ და შემდეგ ვნახოთ. ბერლუსკონის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ იცვლება.” – ციტირებს გალიანის სიტყვებს Football Italia.
როგორც ცნობილია, გალიანი, რომელიც “მილანში” უკვე 27 წელია მუშაობს, კლუბს სილვიო ბერლუსკონის ქალიშვილთან, ბარბარა ბერლუსკონისთან უთანხმოების გამო ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის პოლიტიკაში წავა და სილვიო ბერლუსკონის პარტიას შეუერთდება.