ფლორენციას “ფიორენტინას” 21 წლის თავდამსხმელი ადემ ლიაიჩი “მილანში” არ გადავა. ინფორმაცია ჟურნალისტებს როსონერის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ მიაწოდა.
“ჩვენ მართლაც ვფიქრობდით მის შეძენას, მაგრამ ეს საკითხი უკვე აღარ განიხილება. შემტევი ხაზის სამ ადგილზე უკვე შვიდი ფეხბურთელი გვყავს და მათ შესაძლებლობებში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ” – განაცხადა გალიანიმ.
ამ კომენტარამდე იტალიური სპორტული გამოცემები აქტიურად წერდნენ, რომ ადემ ლიაიჩის “მილანში” გადასვლის საკითხი უკვე მოგვარებული იყო და ტრანსფერი ამ კვირაში განხორციელდებოდა, მაგრამ გუშინ ერთ-ერთმა გაზეთმა ფეხბურთელსა და “ფიორენტინას” შორის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჩამოაგდო სიტყვა. სავარაუდოდ ასე მოხდება.