ფეხბურთი

11:08 | 30.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი: “კაკას შეუძლია წავიდეს”

“მილანის” გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველ კაკასთან გაფორმებულ კონტრაქტში ჩადებულია მუხლი, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელს შეუძლია როსონერი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვოს.

“ყველაფერი მარტივადაა. კაკას კონტრაქტს ვადა 2015 წლის 30 ივნისს ეწურება, მაგრამ წინასწარვე მოვილაპარაკეთ, რომ თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩება, მას ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტა შეუძლია. ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ, კაკა ჩვენთან დარჩება” – განაცხადა გალიანიმ.

ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე “მილანი” 42 ქულით მე-8 ადგილზეა და მე-4 ადგილზე მყოფ “ფიორენტინას” 9 ქულით ჩამორჩება.

0.102794