ფეხბურთი

16:52 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი: “კაკა დარჩება”

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ 32 წლის ნახევარმცველი კაკა მომდევნო სეზონშიც “სან სიროზე” იასპარეზებს. ამის შესახებ გალიანიმ “როსონერის” ოფიციალურ საიტს განუცხადა.

“კაკა “მილანში” დარჩება. ამაში 99%-ით დარწმუნებული ვარ”, - ციტირებს გალიანის სიტყვებს მილანელთა ოფიციალური საიტი.

კაკას “მილანთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ერთ-ერთი პუნქტის ძალით, შეეძლო, ხელშეკრულება უსასყიდლოდ გაეწყვიტა. ბრაზილიელს ამის უფლება იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ “მილანი” ევროთასების საგზურს ვერ მოიპოვებდა, ასე კი, არ მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ვეტერან ბრაზილიელს აშშ-ს კლუბები ეპატიჟებიან.

 

0.126636