ფეხბურთი

11:00 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი: “ჰონდა სათამაშოდ მზადაა”

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდის ახალწვეული კეისუკე ჰონდა კარგ ფორმაშია და იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში “სასუოლოს” წინააღმდეგ მატჩის განაცხადში იქნება.

“ჰონდას უკვე ერთი თვეა, შეხვედრა არ ჩაუტარებია, მაგრამ სათამაშოდ მაინც მზადაა. ამიტომ, უახლოეს მატჩში განაცხადში იქნება, ოღონდ ალბათ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს” – განაცხადა გალიანიმ.

 

0.111395