იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ადასტურებს, რომ მოსკოვის ცსკა-ს იაპონელი ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “როსონერიში” გადავა.
“ვადასტურებ, რომ ჰონდას ტრანსფერი ოფიციალურად დასრულებულია. ის 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ჰონდა 3 იანვარს შემოგვიერთდება, მაგრამ ვერ გეტყვით, როდის შედგება “მილანში” მისი დებიუტი.” – ციტირებს გალიანის სიტყვებს Football Italia.