ფეხბურთი

11:55 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაიმ” თვალი სონგს დაადგა

კატალონიური “ბარსელონას” კამერუნელმა ნახევარმცველმა ალექს სონგმა შესაძლოა, კარიერა თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელოს.

26 წლის ფეხბურთელი ესპანური ფეხბურთის გრანდს ლონდონის “არსენალიდან” 19 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მაგრამ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად ხერარდო მარტინო დაინიშნა, სონგი სულ ხუთჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და ორჯერ ითამაშა შეცვლაზე.

Turkish Football-ის ცნობით, ამ სიტუაციით სარგებლობას სტამბოლის “გალათასარაი” ცდილობს და ისინი უახლოეს პერიოდში “ბარსელონას” სონგის ტრანსფერის თხოვნით ოფიციალურად მიმართავენ. ვარაუდობენ, რომ შეთანხმება ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შედგება.

0.121614