ფეხბურთი

11:11 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაიმ” ფარფანის ტრანსფერი შეათანხმა

გელზენკირხენის “შალკეს” პერუელი თავდამსხმელი ჯეფერსონ ფარფანი კარიერას თურქულ სუპერლიგაში - “გალათასარაიში” გააგრძელებს.

სტამბოლელი “ლომები” შეტევის ხაზის გასაძლიერებლად სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობენ და მათი ახალი შენაძენი 28 წლის ფორვარდი იქნება, რომლის ტრანსფერზე მუშაობაც დასასრულს უახლოვდება.

თურქული პრესის ცნობით, ფარფანმა კონტრაქტის გაფორმაზე თანხმობა უკვე განაცხადა და საკითხის ოფიციალურად დასრულება შუა კვირაში იგეგმება. პერუელის სანაცვლოდ თურქები “შალკეს” 5 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ფარფანი ბუნდესლიგაში 2008 წლიდან თამაშობს და გასულ სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

 

0.119314