ფეხბურთი

15:23 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაიმ" ბალოტელი უარყო

"გალათასარაის" პრეზიდენტმა აისალ უნალმა განაცხადა, რომ კლუბს "მილანისთვის" მარიო ბალოტელის სანაცვლოდ თანხა არ შეუთავაზებია.

"ბალოტელის ტრანსფერით არ დავინტერესებულვართ და შესაბამისად, "მილანსთვის" თანხაც არ შეგვითავაზებია. რა თქმა უნდა, ამ ფეხბურთელს პატივს ვცემთ და მის მიმართ სიმპატიები გვაქვს. მიუხედავად ამისა, რობერტო მანჩინი ეჭვობს, რომ თავდამსხმელი კლუბს ვერ შეეწყობა." - განაცხადა უნალმა.

ორი დღის წინ, თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "გალათასარაიმ" "როსონერის" ბალოტელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზა. თუმცა, ახლა, თურქული კლუბის პრეზიდენტმა ჭორი უარყო.

 

გიორგი ბალახაძე

0.114383