ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის წინ, თურქული “გალათასარაი” გუნდის გაძლიერებაზე ფიქრობს.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში “იუვენტუსის” 1:0 დამარცხების შემდეგ, სტამბოლელები 1/8-ფინალში გავიდნენ და იქ “ჩელსის” შეხვდებიან. იმისათვის, რომ ინგლისელებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ, რობერტო მანჩინი რამდენიმე ახალი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.
Sky Italia-ს ინფორმაციით, თურქეთის ჩემპიონის ხელმძღვანელობამ იანვრის სატრანსფერო პერიოდისთვის სამი პრიორიტეტული ფეხბურთელი დაასახელა. საუბარია “სან-პაოლოს” მცველ როდოლფოზე, “რუბინის” ნახევარმცველ ბიბრას ნატჰოზე და “ჰამბურგის” თავდამსხმელ ჰაკან ჩანალოღლუზე.
აღსანიშნავია, რომ ნატჰოს შეძენა “შალკეს” და “ტოტენჰემსაც” სურთ, ხოლო ჩანალოღლუს მიმართ დაინტერესებას “არსენალი” და “ლივერპული” იჩენენ.