კალათბურთი

1:27 | 18.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაი” გადამწყვეტ მატჩში თამაშზე უარს აცხადებს

სტამბულის “გალათასარაი”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი იცავს, თურქეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გადამწყვეტ – მე-7 მატჩში მოედანზე გასვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ფინალში ანგარიში 3:3-ია და 19 ივნისს დასკვნით თამაშს სტამბულისვე “ფენერბაჰჩეს” არენამ უნდა უმასპინძლოს, თუმცა, ისეთი პირი უჩანს, ეს ჯახი აღარც ჩატარდება.

“გალათასარაის” უკმაყოფილება თურქეთის კალათბურთის ფედერაციის და მსაჯების არათანმიმდევრულ ქმედებებს უკავშირდება.

გუნდის მთავარი მწვრთნელის ერგინ ატამანის აზრით, “გალას” გამარჯვება წაართვეს სერიის მე-2 მატჩში, როდესაც ბოლო წამებზე მარკოიშვილზე აშკარა ფოლი არ დააფიქსირეს და “ფენერმა” გადამწყვეტი ბურთი ჩააგდო.

გარდა ამისა, მე-4 თამაშში “გალათასარაის” ფანები უწესრიგობისთვის დასაჯეს და გუნდმა მომდევნო საშინაო შეხვედრა მხოლოდ ქალების და ბავშვების თანდასწრებით ჩაატარა, “ფენერბაჰჩეს” გულშემატკივრები კი ანალოგიური ქმედებისთვის არავის დაუსჯია.

ფოლი მარკოიშვილზე, რომელიც არ დაფიქსირდა

https://www.youtube.com/watch?v=o5FOTE_FYtE

0.107665