კალათბურთი

14:07 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაი” ცენტრის პოზიციას აძლიერებს

მანუჩარ მარკოიშვილის ყოფილი კლუბი სტამბულის “გალათასარაი” მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. GS Basketball-ის ცნობით, რომ თურქული გრანდის ღირსებას ავსტრალიელი და ბერძენი ცენტრები – ნეტან ჯავაი და იან ვუიუკასი დაიცავენ.

ცნობისთვის, ჯავაი გასულ სეზონსაც “გალათასარაიში” იწყებდა, თუმცა, ოქტომბერში ძლიერი თავბრუსხვევებით და ხელების ტოპაგნოზიით კლინიკაში იქნა გადაყვანილი. ახლა, ნეტანი სრულიად ჯანმრთელია და ავსტრალიელთა მაისურით მსოფლიო ჩემპიონატზეც თამაშობს.

რაც შეეხება ვუიუკასს, იგი 2012 წლიდან ყაზანის “უნიქსის” ღირსებას იცავდა, მიმდინარე ზაფხულს კი თავისუფალი აგენტი გახდა და სტამბულელთა ყურადღებაც მიიპყრო. ჯავაის დარად, ამჟამად, ისიც ესპანეთშია და მსოფლიო პირველობაზე ასპარეზობს.

0.135529