სტამბოლის "გალათასარაიმ" ლისაბონის "სპორტინგისგან" ახალგაზრდა პორტუგალიელი თავდამსხმელი ბრუმა 10 მილიონ ევროდ შეიძინა. ფეხბურთელის წარმატებით თამაშის შემთხვევაში პორტუგალიური კლუბი ბონუსების სახით დამატებით თანხასაც მიიღებს.
18 წლის ფეხბურთელი წარმოშობით გვინეა ბისაუდანაა. სავარაუდოდ, ბრუმა "გალათასარაის" ჩემპიონთა ლიგის მატჩებში დაეხმარება. პორტუგალიელმა "სპორტინგის" შემადგენლობაში 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 8-ჯერ გამოიჩინა.
გიორგი ბალახაძე