თურქული მედიის ცნობით, "გალათასარაიმ" იტალიურ "მილანს" მარიო ბალოტელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზა. ფეხბურთელის წარმატებული თამაშის შემთხვევაში, "როსონერი" დამატებით 7 მილიონ ევროს ბონუსის სახით მიიღებს.
თურქულ გრანდს რობერტო მანჩინი წვრთნის, რომელსაც ბალოტელისთან მუშაობის გამოცდილება “მანჩესტერ სიტიში" ყოფნის პერიოდიდან აქვს.
ბოლო დროს იტალიელი თავდამსხმელის მომავალს რამდენიმე ინგლისურ კლუბს უკავშირებენ.
მილანელებმა 23 წლის ფეხბურთელი 30 მილიონ გირვანქად შეაფასეს და თურქულ მხარეს ფეხბურთელის შესაძენად თანხის გაზრდა მართებს.
მარიო ბალოტელიმ გასულ სეზონში "მილანის" მაისურით ყველა ტურნირზე 41 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე