სტამბოლის “გალათასარაის” ხელმძღვანელობას “მილანისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის მარიო ბალოტელის შეძენა სურს. აპენინური პრესის ცნობით, თურქული კლუბის წარმომადგენლებმა ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლასთან მოლაპარაკება უკვე წამოიწყეს. ჯერჯერობით სავარაუდო სატრანსფერო ფასზეც არავინ საუბრობს. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ “გალათასარაი” სასურველი ფორვარდის სანაცვლოდ უეფას ჩემპიონთა ლიგიდან შესული პრემიალური თანხის გადახდას გეგმავს.
შეგახსენებთ, ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მილანი” მზადაა ბალოტელის დაემშვიდობოს, მაგრამ კლუბის წარმომადგენლებმა ეს ოფიციალურ კომენტარში არ დაადასტურეს.