არა და არ დაადგა საშველი ლონდონის “ტოტენჰემის” ფრანგი მცველის, ვილიამ გალასის გამოჯანმრთელებას. 34 წლის უკანახაზელი ახლახანს მომჯობინდა და მან მორიგი ტრავმა მიიღო.
Sky Sports-ის ცნობით, გალასს წვივის ძვლის ტრავმა აწუხებს და კვირას “არსენალთან” გასამართ ლონდონურ დერბიში მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
შეგახსენებთ, რომ გალასს მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია. პირველი ტრავმა მან აგვისტოს დასაწყისში მიიღო და მის მკურნალობას ერთი თვე დასჭირდა, მაგრამ 28 აგვისტოს ფრანგმა მცველმა კვლავ ლაზარეთს მიაშურა და იგი გუშინდლამდე უქმობდა.







