კალათბურთი

12:34 | 7.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაკვეთილი "ჩიკაგოს" სან ანტონიოსგან"

  "სან ანტონიოს" ერთი თვის განმავლობაში ძირითადი გამთამაშებლის, ტონი პარკერის გარეშე მოუწევს  ფონს გასვლა, მიუხედავად ამ ფაქტორისა გრეგ პოპოვიჩის დამოძღვრილმა გუნდმა დღეს გამთენიისას მცირე გაკვეთილი ჩაუტარა ტომ ტიბოდოს და მის "ჩიკაგოს", თუ როგორ უნდა შემოატრიალო სათავისოდ  მატჩის ბედი  მეორე ნახევარში, როდესაც პირველ ტაიმში არაფერი არ გამოგდის.
ფრანგი გამთამაშებლის ადგილი სასტარტო ხუთეულში ახალგაზრდა ჟოზეფმა დაიკავა, რომელსაც მიმდინარე სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე განვითარების ლიგაშიც მოუწია თამაში. "ჩიკაგომ" კარგად გამოიყენა მისი გამოუცდელობა და ნეიტ რობინსონმა პირველ ტაიმში ბენეფისი მოიწყო, მან რამდენიმეჯერ ჩაუჭრა ბურთი მეტოქეს, რაც სწრაფ კონტრშეტევად და აღებულ ქულებად აისახა, მშვენიერ დახმარებას უწევდა მას მარკო ბელინელიც, რომელიც რთული პოზიციებიდანაც დიდი წარმატებით ესროდა. ჯოაკიმ ნოამ და კარლოს ბუზერმაც თავისმხრივ არაფერი დათმეს სამწამიან ზონაში და გასაკვირი არ გახლდათ, რომ სტუმრებმა პირველი ტაიმი 5 ქულიანი სხვაობით 52:47 მოიგეს.
შესვენებაზე გრეგ პოპოვიჩმა საკუთარ კალათბურთელებს რამდენიმე "მაგიური" სიტყვა უთხრა საკმაოდ მაღალ ტონალობაში, რამაც შედეგი მყისიერად გამოიღო. პარკეტზე სრულიად შეცვლილი და უაღესად მოტივირებული "სპურსი" დაბრუნდა. გამთამაშებლის პოზიცია ჯინობილიმ დაიკავა და ყველაფერი წესრიგში დადგა. არგენტინელი დიდი წარმატებით უძღვებოდა გუნდის დირიჟორობასაც (9 პასი) და ქულებსაც საკმაოდ იხვეჭდა ხან სამწამიანში დრიბლინგით შევლებით და ხან შორეული დისტანციიდან გაშვებული ზუსტი სამიანებით.  სახიფათოდ ამუშავდა წინა ხაზიც ტიმ დანკანისა და ტიაგო სპლიტერის შემადგენლობით, ორივე მათგანმა საბოლოოდ ორმაგი დუბლები მიითვალეს და საკუთარ გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანეს 101:83
"ბრუკლინ ნეთსი" სტუმრად ეთამაშა ლიგის ერთ ერთ აუტსაიდერ "შარლოტს" და ყველანაირი პრობლემების გარეშე მოახერხა მეტოქის დამარცხება 99:78. "ნეთსის": რიგებში შედეგიანი მატჩი ჩაატარეს ჯო ჯონსონმა და დერონ უილიამსმა, რომელთა ანგარიშზეც ჯამში 44 ქულა გახლდათ, წინა ხაზში გამოირჩა ბრუკ ლოპესი, საინტერესოა ის ფაქტიც რომ პი ჯეი კარლესიმომ განაცხადიდანაც კი ამოაგდო კრის ჰემფრისი, რომელმაც სეზონის წინ ახალი კონტრაქტი გააფორმა გუნდთან, რომლის პირობებითაც იგი 2 წლის განმავლობაში 24 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. მცირე სათამაშო დრო მიეცა მირზა ტელეტოვიჩსაც. ქართველი თოკო შენგელია პარკეტზე შეხვედრის მიწურულს გამოჩნდა, პარკეტზე 2 წუთზე ოდნავ ნაკლები დაჰყო, თუმცა ამ დროში ვერაფერი მოასწრო. “ბრუკლინმა” მესამე მეოთხედში მეტოქეს მხოლოდ 9 ქულა ჩააგდებინა, თვითონ 28 უთავაზა და მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერა საკუთარ აქტივში.
6 მატჩიანი გასვლითი ტურნეს შემდეგ “Aატლანტა” საკუთარ დარბაზში დაბრუნდა, სადაც “ფილადელფიას” უმასპინძლა. ზაზა ფაჩულია აქილევსის ტრავმის გამო განაცხადში არ გახლდათ, თუმცა “ჰოუქსი” მის გარეშეც იოლად გავიდა ფონს. ჯეფ ტიგმა და ალ ჰორფორდმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარეს, ჯეფმა ორმაგი დუბლი გაიფორმა 27 ქულა და 11 პასი, თავისმხრივ დომინიკელმა ცენტრმა დაიპყრო მეტოქის ფარი, რამაც უდიდესი დივიდენდები მოუტანა მასპინძლებს. მათ სამი მეოთხედის შემდეგ კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს და მშვიდად მიიყვანეს შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე, საბოლოოდ 107:96 ჯორჯიული კლუბის დამაჯერებელი გამარჯვება. სავარაუდოდ ჯოშ სმიტი დატოვებს ზაფხულში “ატლანტას”, რადგან მისი თამაში ნელ ნელა უფერულდება. მძიმე ფორვარდის მონაგარი მხოლოდ 13 ქულა გახლდათ დღევანდელ მატჩში.
“ლეიკერსმა” კიდევ ერთხელ გაათანაბრა მოგება –წაგებათა ბალანსი (31-31). დღეს გამთენიისას კალიფორნიულმა კლუბმა  კობი ბრაიანტის 42 ქულით და დუაიტ ჰოვარდის “მძლავრი” ორმაგი დუბლის წყალობით მძიმე ბრძოლაში დაამარცხა “ნიუ ორლეანი” 108:102.  

შარლოტი - ბრუკლინი 78:99 (29:26, 24:17, 9:28, 16:28)
შარლოტი: ვოკერი (10), ჰენდერსონი (11), ბიიომბო (7), მულენსი (4), კიდ-გილკრისტი (17); სეშნსი (9), გორდონი (16), ტეილორი, ჰეივუდი, ადრიენი (2), მაკრობერტსი (2)
ბრუკლინი: უილიამსი (20), ჯონსონი (22), ლოპესი (16), ევანსი (6), უოლესი (8); ბლაჩი (8), უოტსონი (5), ბოგანსი (6), ბრუქსი (3), ტელეტოვიჩი (3), ტეილორი (2), შენგელია

კლივლენდი - იუტა 104:101 (23:19, 26:32, 19:25, 36:25)
კლივლენდი: ირვინგი (20+10პ+7მ), ელინგტონი (16), ზელერი (3),  ტომპსონი (16+12მ), ჯი (15); მაილსი (12), უოლტონი (2), სპეიტსი (14), ლივინგსტონი (6)
იუტა: მო.უილიამსი (8), ფოი (11), ფეივორსი (6), მილსაპი (16), ქეროლი (4); უოტსონი, კანტერი (17), ბარქსი (14), ჰაივარდი (25), მა. უილიამსი

ინდიანა - ბოსტონი  81:83 (27:19, 22:23, 19:16, 13:25)
ინდიანა: ჰილი (14), სტივენსონი (12), ჰიბერტი (12+12მ+6დ), ვესტი (11+16მ), ჯორჯი (16); იანგი (3), ტ. ჰენსბრო, მაინმი (4), ოგუსტინი (2), ჯონსონი (7)
ბოსტონი: ლი (6), ბრედლი (13), გარნეტი (18+10მ), ბასი (4), პირსი (13); უილკოქსი (6), გრინი (11), ტერი (10), კროუფორდი (2), ვაითი

ატლანტა - ფილადელფია 107:96 (26:19, 33:28, 32:23, 16:26)
ატლანტა: ტიგი (27+11მ), ჰორფორდი (21+12მ+6პ), სმიტი (13), სტივენსონი (3), ჰარისი (6); ჯენკინსი (7), ტოლივერი (21), კორვერი (9), სკოტი
ფილადელფია: ჰოლიდეი (11+12მ), აივი, თ. იანგი (16), თერნერი (2), ჰოუსი (8); პარგო (3), რაიტი (20), უილკინსი (21), მოუტრი (8), ჯენკინსი (7)

მაიამი - ორლანდო 97:96 (25:18, 30:22, 22:34, 20:22)
მაიამი: ჩელმერსი (5), უეიდი (24), ბოში (17+10მ), ჯეიმსი (26), ჰასლემი (4); ალენი (5), კოული (8), მილერი, ბეტიე (3), ანდერსენი (5)
ორლანდო: ნელსონი (16+14მ), ნიკოლსონი (8), ჰარკლესი (12), ვუჩევიჩი (25+21მ), აფლალო (13); ჰარისი (16), უდრიხი (2), მური, ჰარინგტონი (4),

დეტროიტი - ნიუ იორკი 77:87 (19:24, 19:20, 27:21, 12:22)
დეტროიტი: ნაითი (17), სინგლერი (13), იერებკო (12), მაქსიელი (14), კალდერონი (10+16პ); კრავცოვი (4), სტაკი (3), ბაინამი (4)
ნიუ იორკი: ტომასი, შამპერტი (9), უაითი, ჩენდლერი (2), ენტონი, ფელტონი (26); პრიჟიონი, კიდი (6), სტადემაირი (22), სმიტი (20), ნოვაკი, კემბი (2)

მემფისი - პორტლენდი 91:85 (18:26, 20:24, 17:27, 26:18)
მემფისი: კონლი (20), ალენი (10), გასოლი (23+12მ), დევისი (3), პრინსი (6); დაიე (4), პიტმენი, ბეილისი (13), პოინდექსტერი (4), ლეური (2), როტენი (6)
პორტლენდი: ლილარდი (20), მეტიუსი (11), ჰიქსონი (12+13მ), ოლდრიჯი (10+10მ+6პ), ბატუმი (10); ლეონარდი (5), მეინორი (11), კლავერი (4)

ნიუ ორლეანი - ლეიკერსი 102:108 (28:28, 39:20, 26:27, 9:33)
ნიუ ორლეანი: გორდონი (18), ვასკესი (15+12პ), ლოპესი (13+11მ), დევისი (13), ამინუ (12); ანდერსონი (14), მეისონი (7), რივერსი (10)
ლეიკერსი: ნეში (5), ბრაიანტი (42+12პ+7მ), ჰოვარდი (20+15მ), კლარკი (5), ვორლდ ფისი (11); მიქსი (19), ჯემისონი (6), ბლეიკი, საკრე

მინესოტა - ვაშინგტონი 87:82 (24:29, 24:14, 17:20, 22:19)
მინესოტა: რიდნური (15), სტიმსმა, ჟელაბალე (6), რუბიო (15+11პ+7მ), უილიამსი (16); კანინგემი (11), შვედი (4), ბარეა (12), ჯონსონი (6)
ვაშინგტონი: ვოლი (19), ოკაფორი (10+14მ), ნენე (12), ვებსტერი (11), არიზა (16); სერაფინი (8), ვესლი, ბუკერი, ტემპლი, პრაისი (3)

დალასი - ჰიუსტონი 112:108 (34:25, 26:31, 27:27, 25:25)
დალასი: მ. ჯეიმსი (8), მეიო (13), რაიტი (12), მერიონი (22), ნოვიცკი (22); კარტერი (16), კრაუდერი (3), კოლისონი (7), ბრენდი (9)
ჰიუსტონი: ლინი (12), ჰარდენი (28), აშიკი (12+15მ), მოტეიუნასი (7),  პარსონსი (23); ბევერლი, გარსია (7), რობინსონი (8), დელფინო (11)

სან ანტონიო - ჩიკაგო 101:83 (22:23, 25:29, 25:16, 29:15)
სან ანტონიო: ჟოზეფი (4), გრინი (7), ლეონარდი (14), სპლიტერი (13+10მ), დანკანი (18+10მ+5დ); ჯექსონი (7), დიაუ (5), ჯინობილი (18), ნილი, ბონერი, მილსი (13), დე კოლო (2), ბლერი
ჩიკაგო: რობინსონი (7), ბელინელი (21), ნოა (8), ბუზერი (10), დენგი (19); ბატლერი (5), მოჰამედი (2), ამუნდსონი, ტიგი (11)

ფინიქსი - ტორონტო 71:98 (24:28, 16:26, 15:18, 16:26)
ფინიქსი: დრაგიჩი (8), გორტატი (8), სკოლა (6), დადლი (9), ტაკერი (8); გარეტი (5), ჯონსონი (5), მორისი (3), ბისლი (7), მარკუს მორისი (12)
ტორონტო: ლოური (5), დეროზანი (15), ვალანჩუნასი (10), გეი (5), ბარნიანი (9); როსი, ანდერსონი (10), ჯონსონი (14), ტელფაირი (13), ლუკასი (3), ფილდსი (4), როსი (10)

კლიპერსი - მილუოკი 117:101 (34:32, 32:26, 23:24, 28:19)
კლიპერსი: პოლი (14), ბილაფსი (7), ჯორდანი (10), გრიფინი (23+11მ+11პ), ბატლერი (7); კროუფორდი (25), ოდომი, ჰილი (4), ბლედსოუ (5), ტურიაფი (2), ბარნსი (20)
მილუოკი: ჯენინგსი (18+12პ), ელისი (22),სანდერსი (11), მბა მოუტე (6),ილიასოვა (20); დანიელსი, დანლივი (10), იუდო, უდრიჰი, რედიკი (3), ჰენსონი (4), დალამბერი (5), აიონი (2)

გოლდენ სტეიტი - საკრამენტო 87:83 (28:21, 13:23, 28:19, 18:20)
გოლდენ სტეიტი: კარი (13), ტომპსონი (20), ბოგატი (2), ლი (17+10მ), ბარნსი (14); ბიედრინსი, ლენდრი (1), ჯეკი (12), ეზელი (3), გრინი (2), ჯეფერსონი (3)
საკრამენტო: ტომასი (9), ევანსი (9), კაზინსი (5), ტომპსონი (17), სალმონსი (5); ჰოუსი (4),ტორნტონი (9), პატერსონი (15), დუგლასი (10)

 

დასავლეთ კონფერენცია

 

1. სან ანტონიო 62 48 3 3 14 6494:5923 0.774
2. ოკლაჰომა 60 44 4 1 16 6420:5849 0.733
3. კლიპერსი 63 44 0 1 19 6353:5930 0.698
4. მემფისი 59 40 3 1 19 5515:5276 0.678
5. დენვერი 62 40 3 1 22 6556:6310 0.645
6. გოლდენ სტეიტი 62 35 2 2 27 6264:6292 0.565
7. ჰიუსტონი 62 33 0 3 29 6637:6436 0.532
8. იუტა 61 32 3 2 29 6021:6027 0.525
9. ლეიკერსი 62 31 1 0 31 6351:6289 0.500
10. პორტლენდი 60 28 5 1 32 5845:5982 0.467
11. დალასი 60 27 1 8 33 6071:6161 0.450
12. მინესოტა 58 21 1 1 37 5499:5663 0.362
13. ფინიქსი 61 21 3 2 40 5744:6082 0.344
14. ნიუ ორლეანი 62 21 1 3 41 5859:6073 0.339
15. საკრამენტო 63 21 0 4 42 6205:6606 0.333

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

 

1. მაიამი 59 45 5 1 14 6105:5682 0.763
2. ნიუ იორკი 58 37 0 1 21 5792:5570 0.638
3. ინდიანა 61 38 2 3 23 5718:5461 0.623
4. ბრუკლინი 61 35 5 0 26 5798:5773 0.574
5. ატლანტა 60 34 4 0 26 5856:5803 0.567
6. ჩიკაგო 61 34 3 1 27 5643:5576 0.557
7. ბოსტონი 60 33 6 4 27 5767:5746 0.550
8. მილუოკი 59 30 3 2 29 5814:5872 0.508
9. ტორონტო 62 24 2 6 38 6044:6128 0.387
10. ფილადელფია 60 23 2 1 37 5531:5765 0.383
11. დეტროიტი 63 23 0 3 40 5940:6153 0.365
12. კლივლენდი 61 21 0 1 40 5961:6168 0.344
13. ვაშინგტონი 59 19 0 5 40 5414:5618 0.322
14. ორლანდო 62 17 0 3 45 5844:6221 0.274
15. შარლოტი 61 13 3 1 48 5673:6299 0.213



0.14977