ფეხბურთი

14:27 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაიტანი “ბენფიკასთან” გაახანგრძლივებს

ლისაბონის “ბენფიკას” ნახევარმცველი ნიკოლას გაიტანი კლუბთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Record-ი იუწყება.

მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ოფიციალურ სახეს თვის ბოლომდე მიიღებს. 25 წლის არგენტინელის აგენტი ხოსე ირიბარენი ლისაბონს რამდენიმე დღეში ეწვევა და “ბენფიკასთან” უკანასკნელ დეტალებს შეათანხმებს.

ცნობისათვის, “ბენფიკასთან” გაიტანის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2016 წლამდე აქვს.

 

0.11941