ჩოგბურთი

18:30 | 1.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

გაისად კიდევ ერთხელ ვცდით

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ერევანში დასრულებულ ფედერაციის თასის გათამაშებაში საბერძნეთთან წააგო და მომავალ წელსაც თამაში ევრო-აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფში მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა გოგონებმა (ანა ტატიშვილი, ოქსანა კალაშნიკოვა, სოფო შაფათავა, მანანა შაფაქიძე) ჯგუფურ ეტაპზე ფინეთთან მარცხის შემდეგ, ნორვეგიასა და სომხეთს აჯობეს და ნახევარფინალში გააღწიეს, სადაც მოგება ნანატრ საგზურს იძლეოდა, თუმცა, ბოლო ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხეს.
საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირების პირველ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგში 337-ე ადგილზე მყოფი სოფო შაფათავა 218-ე ჩოგან ანა გერასიმუს შეხვდა და 4:6, 4:6 წააგო. აღნიშნულის შემდეგ, მთელი იმედები საქართველოს ნაკრების ლიდერ ანა ტატიშვილზე (161-ე) გახლდათ, რომელმაც 2003 წლის მაისში კლასიფიკაციაში მე-14 ადგილზე მყოფ, აწ კი 185-ე საფეხურის მფლობელ ელენი დანილიდუს პირველი სეტი იოლად მოუგო, მაგრამ საბოლოოდ 6:2, 6:7, 2:6 დამარცხდა.
ვინაიდან, საქართველო 0:2 ჩამორჩა და შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი გახლდათ, გუნდებს წყვილთა მატჩი აღარ ჩაუტარებიათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09675