ჭადრაკი

16:47 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგუნაშვილი ინდურ ტურნირზე ლიდერობს

ინდოეთში გრძელდება საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც 4 ქართველიცაა ჩაბმული. ესენი მერაბ გაგუნაშვილი (2560), ლევან ფანცულაია (2573), მიხეილ მჭედლიშვილი (2621) და ლუკა პაიჭაძე (2535) არიან.

5 ტურის თავზე ტურნირს 4.5 ქულით 4 მონაწილე ლიდერობს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, პირველ ადგილზე გაგუნაშვილი იმყოფება. მისდარი მონაგარი ინდოელებს – სანდიპანს (2594), ვაიბჰავს (2594) და სვაიამსს (2442) გააჩნიათ.

3.5-3.5 ქულა მოაგროვეს ფანცულაიამ, მჭედლიშვილმა და პაიჭაძემ. დამატებითი მაჩვენებლებით, ლევანი 28-ეა, მიხეილი – 31-ეზე, ხოლო ლუკა – 33-ზე.

მე-6 ტურში ლიდერთა პარტიები უნდა გამოვარჩიოთ. სანდიპანი ვაიბჰავს ეთამაშება, გაგუნაშვილი კი – სვაიამსს.

0.114073