ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მე-5 ტურში ქართული დაპირისპირება შედგა. მერაბ გაგუნაშვილის (2556) და ლევან ფანცულაიას (2595) პარტიაში ყაიმი დაფიქსირდა.
შედეგად, ქართველ მოჭადრაკეებს 4-4 ქულა მოუგროვდათ და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, შესაბამისად, მე-3 და მე-4 ადგილებზე იმყოფებიან.
ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე თორნიკე სანიკიძე (2553) შავი ფიგურებით ინდოელ შარდულ გაგარეს (2449) დაუზავდა და 3.5 ქულით 21-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
მე-6 ტურში სამივე ქართველი მოჭადრაკე თეთრებით ითამაშებს. ფანცულაია სომეხ ლევონ ბაბუჯიანს (2510) დაუპირისპირდება, გაგუნაშვილი – ინდოელ
ამ დროისთვის 4.5-4.5 ქულით უკრაინელი ვლადისლავ ბოროვიკოვი (2558) და ინდოელი სეტურამანი (2553) ლიდერობენ.
ცნობისთვის, ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 3 დეკემბერს დასრულდება. პირველ ნომრად რუსი ივან პოპოვია (2652) განთესილი, ფანცულაია რეიტინგით მეორეა, გაგუნაშვილი – მე-9, ხოლო სანიკიძე – მე-10.