ესპანური “ვალენსიას” ნახევარმცველი ფერნანდო გაგო, რომელმაც უკვე რამდენიმე წელიწადია ევროპაში თავი ვერაფრით დაიმკვიდრა, სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს. Marca-ს ცნობით, არგენტინელს მშობლიურ “ბოკა ხუნიორსში” სურს თამაში.
27 წლის ნახევარმცველის აგენტი “ვალენსიას” ხელმძღვანელებს შეხვდა და ტრანსფერის შესახებ ესაუბრა. “ღამურები” გაგოს 2 მილიონ ევროდ აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ გაგო იანვრის შემდეგ არგენტინულ “ველესში” იყო განათხოვრებული.