სხვა

14:28 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს წარმატებული სერია გრძელდება

გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი ჰაცუ ბაშოზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირზე გაგამარუმ მე-5 ორთაბრძოლიდან მე-4 მოიგო და მოწინავეთა შორის რჩება.

აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშიარს წოდებით მოასპარეზე ქართველმა გოლიათმა მორიგ წარმატებას დასავლეთის მე-14 მაეგაშირა მასუნოიამასთან ჭიდილში მიაღწია, რომელსაც იორიკირით სძლია.

ჯუღელის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ფუჯიაძუმა იქნება, რომელსაც ზურგს მხოლოდ 1 გამარჯვება უმაგრებს.

გაგამარუს დარად 4 მოგება კიდევ შვიდ სეკიტორს გააჩნია, მაქსიმალური მონაგარი კი მხოლოდ იოკოძუნა ჰაკუჰოს აქვს, რომელიც ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტად რჩება.

თეგებიგაგამარუ
0.116262