გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა ნოემბრის სუპერტურნირზე მორიგი გამარჯვება იზეიმა და თანაბარ ბალანსზე გავიდა. ჯუღელმა დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ტამაასუკა იორიკირით დაამარცხა და 3 წაგების წილ ამდენივე მოგება მოუგროვდა.
შეგახსენებთ, რომ გაგამარუ კიუშიუ ბაშოზე დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით ირჯება, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა ტოიოჰიბიკი იქნება, რომელთანაც ქართველს თანაბარი ბალანსი (3-3) გააჩნია.
6 დღის თავზე ფუკუოკაში მიმდინარე ტურნირს სამი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს. ესენი იოკოძუნები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი და აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირა შოტენრო არიან.
ნოემბრის ბაშოს მე-6 დღის მიმოხილვა