ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ტოკიოს ბაშოზე მე-6 გამარჯვება იზეიმა და ჯერჯერობით, დადებითი ბალანსის ანუ კაჩი-კოშის დაფიქსირების შანსს ინარჩუნებს.
გაგამარუმ, რომელიც სექტემბრის სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ტენკაიჰოს ჰატაკიკომოთ სძლია და მართალია, ისევ უარყოფითი ბალანსი (6 მოგება, 7 მარცხი) შერჩა, ჯერ დაკარგული არაფერია.
ქართველ სეკიტორს მიზნის მისაღწევად დარჩენილი ორივე ბრძოლის მოგება მართებს, რომელთაგან პირველი 28 სექტემბერს დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ტამაასუკასთან
“იმპერატორის თასის” მოპოვებას კიდევ უფრო მიუახლოვდა მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც მე-12 გამარჯვება ოძეკი კაკურიუსთან იზეიმა, ოძეკი კისენოსატო კი სკეივაკე გოეიდოსთან დამარცხდა და 10 მოგება შერჩა. მოკლედ, ჰაკუჰოს გასაჩემპიონებლად დარჩენილ ორ შერკინებაში ერთი გამარჯვებაც ჰყოფნის.
სექტემბრის ბაშოს მე-13 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=I2lW1JZYcbg&feature=player_embedded#t=0
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კიურეიმ თამასჰი არ იცის და ვერც ზაან აწვდის მაგის ნატამაში ჩოგბუთის აი ისნერი სხვაა
ამან ხო მაგარი ჭამა მარა ეს კიურეი თუ ჯოკოვიჩთან 1 პადაჩას ვერ აიღებდა არ მეგონა
ლილიპუტმა თავისი მიიღო და ახლა იმშვიდოს კიდე თავი