სხვა

15:59 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს სამიდან ორის მოგება სჭირდება

ქართველ სუმოისტ გაგამარუსთვის ნოემბრის სუპერტურნირზე გადამწყვეტი პერიოდი დგება. თეიმურაზ ჯუღელს 6 მოგება და 6 მარცხი გააჩნია და დადებითი ბალანსისთვის დარჩენილი 3 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ორის მოგება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი კიუშიუ ბაშოს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად კაჩი-კოშის დაფიქსირება მართებს.

ამჯერად, გაგამარუ დასავლეთის მე-12 მაეგაშირა ფუჯიაძუმას დაუპირისპირდა და ოშიდაშით სძლია, მომდევნო შერკინება კი აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირა ტოკიტენკუსთან ელის, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 2:8 მარცხდება.

შთამბეჭდავ სვლას განაგრძობენ მონღოლი იოკოძუნები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი, რომელთაც მიჯრით მე-12 გამარჯვებები იზეიმეს. ცხადია, რომ “იმპერატორის თასის” მომავალი მფლობელიც ერთ-ერთი მათგანი იქნება.

ნოემბრის ბაშოს მე-12 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=Z5SQk_-mJXU#t=0

0.124103