სხვა

18:04 | 14.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს მარცხის უფლება აღარ აქვს

მას შემდეგ, რაც ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე ნაგოიას ბაშოს ტრავმის გამო გამოეთიშა, ივლისის სუპერტურნირს ერთადერთი ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ შემორჩა.

ამ უკანასკნელმა ნაგოიაში უკვე 8 შერკინება ჩაატარა და ერთადერთი მოგება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტჯერ წაფორხილების უფლება აღარ აქვს. უმეებზე თეიმურაზმა ფუჯიაძუმას სძლია, რასაც ტაკარაფუჯისთან მარცხი მიაყოლა.

გაგამარუ დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით ასპარეზობს და თუკი წოდებაში დაწინაურება სურს, დარჩენილი შვიდივე შერკინება უნდა მოიგოს. ცხადია, ეს ძალიან ძნელი იქნება, ამდენად, უფრო დიდი შანსია, ქართველი გოლიათი უარყოფით ბალანსს იგივე მაკე-კოშის ვერ გადაურჩეს.

ჯუღელის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა იკოი იქნება, რომელთანაც ქართველს გასული სამივე ორთაბრძოლა წაგებული აქვს.

8 დღის თავზე ნაგოიას ბაშოს სათავეში დაუმარცხებელი მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო იმყოფება, თითო წაგება აქვთ ბულგარელ ოძეკი კოტოოშუს და ბრაზილიელელ რიგით მაეგაშირა კაისეის, შემდეგ კი ჰარუმაფუჯი, კოტოშოგიკუ, კაკურიუ, ჩიოტაირიუ და აოიამა მოდიან.

ნაგოიას ბაშოს მე-8 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=q1IczJhAGYY&feature=player_embedded

0.063192