სხვა

14:08 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს მარცხი, ტოჩინოშინის გამარჯვება

ნაგოიაში სტარტი აიღო წლის მორიგმა სუპერტურნირმა სუმოში, რომელშიც ტრადიციულად 2 ქართველი სეკიტორი ჩაება – ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში – გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში კი – ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი.

სამწუხაროდ, გაგამარუმ, რომელიც მიმდინარე ტურნირს აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მარცხი განიცადა. ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-14 მაეგაშირა აძუმარიუსთან იორიკირით წააგო. ჯუღელის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგამიო იქნება.

ძურიოში წარმატებული სტარტი აიღო ტოჩინოშინმა, რომელიც ბოლო პერიოდია ელიტაში დაბრუნებას ცდილობს. გორგაძემ ამჯერად დასავლეთის მე-12 ნომერ დაიეშოს აჯობა, მე-2 ტურში კი აღმოსავლეთში მე-14 რეიტინგის მქონე კიძენრიუს გაეჯიბრება.

ცნობისთვის, ტოჩინოშინი ნაგოიაში აღმოსავლეთის მე-12 ნომრის სტატუსით ირჯება.

ისიც ვთქვათ, რომ ტურნირის სტარტზე სენსაციები არ მომხდარა. გამარჯვებები იზეიმეს იოკოძუნებმა – ჰაკუჰომ, ჰარუმაფუჯიმ და კაკურიუმ და ოძეკებმა – კისენოსატომ და კოტოშოგიკუმ.

0.12932