სხვა

22:17 | 20.05.2014 | ნანახია 2578 - ჯერ

გაგამარუმ მოგება-წაგება გაათანაბრა

 

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მაისის სუპერტურნირზე 10 საშეჯიბრო დღე მიილია. ელიტარული მაკუუჩი დივიზიონის ერთადერთმა ქართველმა ბინადარმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ მე-5 გამარჯვება იზეიმა და ისევ თანაბარ ბალანსზე (კაჩი-კოში) გავიდა.

აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუ ამჯერად დასავლეთის მე-14 მაეგაშირა ტოკიტენკუს გაეჯიბრა და ოშიდაშით იმარჯვა. ქართველმა გოლიათმა მეტოქეს მარჯვენა ხელი ყელში წაავლო (ნოდოვა) და “დროის ციური კაბადონი” ტავარას მიღმა იოლად გაიყვანა.

გაგამარუს მომდევნო ბრძოლა აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა მიოგირიუსთან ელის, რომელთანაც გასული სამივე შერკინება წაგებული აქვს.

ნაცუ ბაშოზე მე-6 შეხვედრა 21 მაისს ელის ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს, რომელსაც ზურგს 5 მოგება უმაგრებს და რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონის ლიდერთა შორის იმყოფება. ოთხშაბათს, ტოჩინოშინი მისსავით დაუმარცხებელ კავანარის დაუპირისპირდება, რომელსაც დასავლეთის მე-20 რეიტინგი აქვს მიკუთვნებული, თავად გორგაძე კი დასავლეთის მე-6 ნომერია.

უცვლელი რჩება მდგომარეობა უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის ლიდერთა შორის. იოკოძუნა ჰაკუჰომ მიჯრით მე-10 გამარჯვება სეკივაკე ტოჩიოძანთან მიითვალა, ოძეკი კისენოსატოს და დასავლეთის მე-5 მაეგაშირა იკოის აქტივში 9-9 გამარჯვება აქვთ, იოკოძუნებმა – ჰარუმაფუჯიმ და კაკურიუმ კი, შესაბამისად, 8 და 7 მოგება მოაგროვეს.

 

 ნაცუ ბაშოს მე-10 დღის მიმოხილვა 

http://www.youtube.com/watch?v=vYsEnJ9DQuY


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:32 | 09.01.2015
CHICHARITO-14 (510)

ვალდესი ხო დაიმატეს და ეს რაღა ჩემ ნიკლასბენდტნერად მინდა?

09:54 | 09.01.2015
Pharrell (1884)

კრული კარგი მეკარეა,მაგრამ დე ხეასთან შედარებით ალვის ხეა.ამათმა რო დავითა გაუშვან,მაგარიი სლეები იქნებიან!!!

22:49 | 08.01.2015
D.rose (1898)

რა სისუელეა ) კრული არა ვანდერსაარი კიდე, რატომ იგონებენ ასეთ იდიოტობებს

0.064962
2578