სხვა

0:04 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ კიუშიუ ბაშოს პირველ დღეს გამარჯვება იზეიმა

 

27 წლის თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ფუკუოკას ბაშოზე წარმატებული სტარტი აიღო. ნოემბრის სუპერტურნირის სასტარტო შერკინებაში ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა იოშიკაძე ტავარას მიღმა ოშიდაშით გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ კიუშიუ ბაშოს თავად გაგამარუც მე-13 მაეგაშირას ტიტულით შეხვდა და წოდებაში წინსვლისთვის დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება. მოდევნო შეხვედრაში ჯუღელის პირისპირ აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კიოკუშუჰო დადგება, რომელსაც ქართველი ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს.

ნოემბრის სუპერტურნირის პირველ დღეს გამარჯვებები მიითვალეს იოკოძუნებმა – ჰაკუჰომ და ჰარუმაფუჯიმ და ოძეკებმა კისენოსატომ და კაკურიუმ, ასევე ოძეკების სტატუსით მოასპარეზე კოტოშოგიკუმ და კოტოოშუმ კი, შესაბამისად, პირველ მაეგაშირა ამინიშიკისთან და მე-2 მაეგაშირა ტოიონოშიმასთან წააგეს.

ნოემბრის ბაშოს პირველი დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=nOemWAitCyc#t=0

0.123477