ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე სუპერტურნირზე დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების შანსს ინარჩუნებს.
დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუმ 6 მარცხის ფონზე მე-4 გამარჯვება დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდების მქონე სადანოფუჯისთან იზეიმა. 199-კილოგრამიანმა ქართველმა უმაღლესი მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე (201 კგ.) სეკიტორი დოჰიოს მიღმა იორიკირით გაიყვანა.
ჯუღელს სატიტულო წინსვლისთვის დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან ოთხის მოგება მართებს, რაც იოლი ნამდვილად არ იქნება. ქართველ გოლიათს შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა კაგამიო იქნება, რომელსაც ჩვენებური კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.
“იმპერატორის თასის” მოპოვების საუკეთესო შანსი კვლავაც მონღოლ იოკოძუნებს – ჰაკუჰოს და ჰარუმაფუჯის აქვთ, რომელთა აქტივშიც 10-10 მოგებაა. კიდევ ერთ მონღოლს – ოძეკი კაკურიუს 9 გამარჯვება მოუგროვდა.
რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში მე-6 ბრძოლა 19 მარტს
მარტის ბაშოს მე-10 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=6P5zKbTOz58
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტოჩი ტრავმის გამოა მაკუშიტაში, დარწმუნებული ვარ მაკუუჩიმდე წაგებას საერთოდ არ ნახავს. რამდენიმე ბაშო დაჭირდება, მე მგონია სექტემბერში შეძლებს მაკუუჩიში გადასვლას.
ყოჩაღ თეიმურაზ
სუმოში დაწინაურება რა პრინციპით ხდება? ფაქტია რომ გორგაძე ბევრად მაღალი დონის სპორტსმენია და მესამე ლიგას არ იმსახურებს
თორემ პრინციპი მარტივია. რაც უფრო მაღალ დადებით ბალანსს დააგროვებ უფრო წინ მიდიხარ, რაც უფრო უარყოფითი იქნება მით უფრო უკან მოდიხარ
janorhus
ტოჩინოშინს ტრამვა ქონდა ივლისის ტურნირიდან მოყოლებული არ უჭიდავია და სუმოში ბრძოლის გაცდენა წაგებად ითვლებადა როცა 3 ტურნირი თავიდან ბოლომდე გამოტოვა სულ წაგება ჩაეთვალა და დაქვეითდა მე3 დივიზიონში თორემ ისიც უმაღლესის წევრი იყო. იმედს დავიტოვებ რო ნოემბრისთვის იქნება 1 დივიზიონში. სექტემბრისთვისაც შეიძლება გადმოვიდეს მარა თუ ძაან მაგარ ჭიდაობას შემოგვთავაზებს.