სხვა

18:18 | 23.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუმ დაიკლო, მაგრამ მაინც ყველაზე მძიმეა

მაკუუჩის და ძურიოს დივიზიონებში რიცხული სუმოისტების ოფიციალური აწონვის შემდეგ, ყველაზე მძიმე რიკიშის სტატუსი 23 წლის ქართველმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ შეინარჩუნა.
რეიტინგში აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებამდე აღზევებულმა გაგამარუმ ბოლო თვეების განმავლობაში წონაში ოდნავ დაიკლო (გასული აწონვა 31 აგვისტოს შედგა) და ახლა, 202 კგ-ს ნაცვლად 198 კგ-ს იწონის, თუმცა, ელიტარულ 70 სუმოისტს შორის კვლავაც ყველაზე მძიმედ რჩება.
მაკუუჩისა და ძურიოში მოასპარეზე რიკიშების საშუალო წონა 154.7 კგ-ია, ყველაზე მსუბუქი სეკიტორი მონღოლი სირონიურია, ხოლო იოკოძუნა ჰაკუჰო 153 კგ-ს იწონის.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2011 წლის პირველი სუპერტურნირი 9-23 იანვარს სუმოს მექად აღიარებულ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093562