ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი სექტემბრის ბაშოს აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და თუკი, მდგომარეობა არ გამოსწორა, წოდებაში მორიგ დაქვეითებას ვერ გადაურჩება.
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სუპერტურნირის მე-4 დღეს გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა მასუნოიამასთან უვატენაგეთი დამარცხდა და ერთადერთი მოგების წილ მე-3 მარცხი განიცადა. ჯუღელის შემდეგი მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ტაკეკაძე იქნება.
ტოკიოს ბაშოს სათავეში 4-4 გამარჯვებით მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, ოძეკი კოტოოშუ და რიგითი მაეგაშირები – კიოკუტენჰო და იოშიკაძე იმყოფებიან. პირველად წაიფორხილეს ოძეკებმა ოძეკებმა – კაკურიუმ და კოტოშოგიკუმ, ხოლო იოკოძუნა ჰარუმაფუჯი უკვე მეორედ დამარცხდა (ამჯერად, მე-2 მაეგაშირა აოიამასთან) და ჩემპიონობისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდება.
სექტემბრის ბაშოს მე-4 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=rmM2eA_6VRQ&feature=player_embedded#t=0